საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი_ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისია შეიქმნა .ამის შესახებ, აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის #101 ბრძანებაში.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების საორგანიზაციო კომისია ", _ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.
კომისიის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი ღარიბაშვილი_ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ლაშა აბაშიძე_საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ფანჯიკიძე-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ტაბატაძე-საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ვარლამ ავალიანი-საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ყიფიანი-საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე -საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნინო კობახიძე-საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, გიორგი თაბუაშვილი-საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი-საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბიგვავა-საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, აკაკი ჩხენკელი-საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
ამასთან კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად ძიძიგურს.
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვებათ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებს.
კომისიას დაევალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება და მასთან დაკავშირებით წინადადებების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარმოდგენა.