აფხაზი სეპარატისტები ძალიან მძაფრად რეაგირებენ, როდესაც მათ რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ კითხვას უსვამენ.
„ასეთ საკითხებში პარალელების გავლება საჭირო არ არის",_ განაცხადა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ, როდესაც მას რუსმა ჟურნალისტმა ყირიმის მაგალითზე აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება და აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობაზე ჰკითხა.
„ყირიმი - რუსეთის განუყოფელი ნაწილია. ყირიმელმა ხალმა თვითგამორკვევის უფლება გამოიყენა და თავის დროებით დაკარგულ სამშობლოს - რუსეთს კვლავ შეუერთდა.
აფხაზეთს კი სხვა ისტორიული, სოციოკულტურული და პოლიტიკური თავისებურებები აქვს და ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს მშენებლობას. მას უნდა იყოს ისეთი სახელმწიოფო, რომელიც იქნება რუსეთის საიმედო მოკავშირე არამხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ საერთაშორისო კონტექსტში",- აცხადებს ხინთბა.
მისივე თქმით, ყირიმის საკითხი საერთოუკრაიმული დღის წესრიგიდან უკვე მოხსნილია.
„როგორც ჩანს ამას უკვე ხვდებიან რუსეთის დასავლელი პარტნიორები. ყოველ შემთხვევაში ჟენევაში მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტში ყირიმი ნახსენებიც კი არ არის.
სავარაუდოდ, აშშ-ც და ევროკაცშირიც ახლო არიან იმის გააზრებასთან, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთება ეს შემდგარი ფაქტია",- აცხადებს ირაკლი ხინთბა.