კუდ-ის ყოფილი უფროსმა დათა ახალაიამ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით საბერძნეთის სახელმწიფოს მიმართა. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" დატა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომელიც დარწმუნებულია რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნას საბერძნეთის სახელმწიფო დააკმაყოფილებს.
,,დათა ახალაიმა საბერძნეთის რესპუბლიკას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. იმდენად რამდენად მისი ოჯახის წევრები, ადვოკატის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა მან მიიღო ეს გადაწყვეტილება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზაქარეიშვილმა.