საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრულ სისულელეს და მის მისი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს. როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა სააკაშვილს საკუთარი თავი გაიგივებული ჰყავს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებთან, რაც სამწუხაროა.
,, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არის ძალიან არასერიოზული განაცხადება. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს საკუთარი თავი გაიგივებული აქვს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებთან, რაც ძალიან სამწუხაროა.
მე ვესწრებოდი აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, ყველა შეხვედრას. მისი სახელი არც ერთ შეხვედრაზე გაჟღერებული არ ყოფილა. უფრო მეტი არანაირი დემარშები არ ყოფილა გაკეთებული არც საგარეო საქმეთა სამინიტროში და არც აქაური საელჩოს მხრიდან. ამიტომ ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება. ამიტომ ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება. საქართველო ძალიან მყარად ადგას ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო და ეს არაერთხელ გაცხადებული იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან", _განაცხადა ზალკალიანმა.
მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო ბიძინა ივანიშვილს ანგარიშის დაყადაღებით დაემუქრნენ. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აშშ-დან ვიდეოჩართვისას განაცხადა.
,,ამერიკის ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ ელჩი მივიდა წერილით და უთხრეს, თქვენ, მე მგონი, ვერაფერი გაიგეთ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებული და ეს ამ მთავრობას დაუჯდება ძვირად. მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო, მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და ექნება პრობლემაო. ამასთან, ევროკავშირმა მოამზადა განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულაც არ იქნება ავტომატური, თუკი ეს საქმე გაგრძელდებაო. ასე რომ, ასეთი გაწევ-გამოწევა იყო. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები და ევროპელები? მათ ზედმიწევნით კარგად იციან, რომ არაფერი კავშირი მე კორუფციასან ან სხვა სახის დანაშაულთან არ მქონია", - განაცხადა სააკაშვილმა.