ბათუმელმა ადვოკატებმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც პროკურატურის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვენ
მათი განმარტებით, ხელვაჩურის საჯარო რეესტრის თანამშრომლები პროცედურული დარღვევებით, უკანონოდ არიან პატიმრობაში.
"ჩვენი მოთხოვნაა, პარლამენტის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია, პროკურატურის უკანონო ქმედებებზე, კონკრეტულად კი დაპატიმრებებისა ფაქტებზე. პარლამენტმა დაიბაროს პროკურატურის წარმომადგენელი პარლამენტში", - აცხადებს ადვოკატი ირაკლი შავაძე.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ პირებს ხელვაჩაურიდან ყალბ საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებასა და მდინარეების-ჭოროხისა და აჭარისწყლის კალაპოტებში მდებარე სახელმწიფო მიწების მისაკუთრებას ედავებიან.