შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეშვილი მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თემას ვიღაცის მიერ გამოგონილს და შემოგდებულს უწოდებს.
პაატა ზაქერიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც მან "ქართულ ოცნებაში" აქტივობა დაიწყო, მასზე არაერთხელ გავრცელებულა მსგავსი ინფორმაციები.
"ეს ვიღაცის მიერ მოგონილი და შემოგდებული თემაა, რომელსაც საზოგადოება ხშირად უსაფუძვლოდ აბურთავებს. როგორც კი მე "ოცნების" კონტექსტში აქტივობა დავიწყე, ჩემზე დაიწყო ჭორები, რომ ივანიშვილს არ მოსწონს და ახლა მალე გაუშვებენო, მერე კანდიდატად არ დაასახელებენო და დამასახელეს. მერე გადააყენებენო, მერე მინისტრად არ დანიშნავენო - დამნიშნეს. მერე მალე მოხსნიანო და ასე გაუთავებლად. ასე რომ, მიჩვეული ვარ და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი, თუმცა გულწრფელად გეუბნებით, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე საუბარი არ მიდის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, თუ საიდან მიდის აღნიშნული ინფორმაციები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ეს კითხვა იმ ადამიანებს უნდა დაუსვან, ვინც მსგავს ჭორებს ავრცელებს.
"ვიღაც აშკარად არის დაინტერესებული არჩევნების წინ გარკვეული დაძაბულობა შექმნას. ქართული საზოგადოება ამას მიჩვეულები ვართ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მორიგი უსაფუძვლო ჭორია, რომელსაც გამართლება არ ექნება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა