24 აპრილს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი თბილისს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს გამართავს. შეხვედრების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ისრაელსა და საქართველოს შორის ახლახან დაწესებულ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
გიდეონ საარი 1966 წელს თელ ავივში დაიბადა, დამთავრებული აქვს თელ ავივის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტი. 2003 წელს იგი ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის წევრი გახდა, 2009 წელს დაინიშნა განათლების მინისტრად, 2013 წელს კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები