აშშ-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 600 სამხედრო გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ Deutsche Welle" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პენტაგონი უკრაინაში შექმნილივითარების გამო, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს.
პენდაგონის პრესმდივნის ჯონ კირბის ინფორმაციით, „ხანგრძლივვადიანი როტაციული ყოფნის" გამო აშშ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 150 სამხედროსაგან შემდგარი თითო-თითო ჯგუფის გაგზავნას აპირებს.
„რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დაწყებისთანავე ჩვენ გამუდმებით ვეძებდით საშუალებას იმისა, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორები ჩვენს მხარდაჭერაში დაგვერწმუნებინა",_ განაცხადა მან.