აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აზია -წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნე დაიწყო, რომელიც 29 აპრილამდე გასტანს. ობამა აპირებს ჩავიდეს იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიასა და ფილიპინებზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ტურნეს ფარგლებში ობამა აპირებს ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან უკრაინის საკითხზე ისაუბროს, თუმცა ობამას ტურნეს ძირითადი მიზანი ამ ქვეყნებთან თეთრი სახლის ეკონომიკური კავშირების გამყარება და რეგიონში უსაფრთხოების საკითხის განხილვაა.