დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. 
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საბერძნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოსს. შეხვედრის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. 
 
გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძე შეხვედრას გამართავს საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან იოანის ტრაგაკისთან, ასევე საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინოს ციარასთან და ამავე კომიტეტის წევრებთან.
 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები