პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობისა საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საჭიროდ მიიჩნევს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე აბაშიძემ განაცხადა აღნიშნულ შეხვედრას რეალური შედეგის მიღწევის მიზნით კარგად მომზადება სჭირდება.
,,შეხვედრის მზადყოფნა ორივე მხრიდან დადასტურდა. პრინციპში, ასეთი შეხვედრა საჭიროა, მაგრამ პრაქტიკულ ჭრილში ეს საკითხი ჯერ არ განიხილება. ასეთ შეხვედრას დასჭირდება ძალიან კარგი მომზადება, რათა მართლაც გამოიღოს რეალური შედეგები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე უფრო გვაწუხებს", - განაცხადა აბაშიძემ.