23 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები ქართველ მწერლებს ბექა ქურხულსა და გიორგი კეკელიძეს შეხვდებიან.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი.
პირობით მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გადაეცემათ.