ბანანი საფრთხეშია. ბანანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა, სოკოთია დაავადებული, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს მთელი მოსავალი. მეცნიერები აცხადებენ, რომ ავადმყოფობის გავრცელების შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. ფლორიდის უნივერსიტეტის მცენარეთა პათოლოგიის სპეციალისტი რენდი პლოტცი ამტკიცებს, რომ სიტუაცია ძალზედ სერიოზულია.
სოკოს ინფექცია - TR4, პლოტცის მიერ ჯერ კიდევ 1989 წელს იქნა აღმოჩენილი. თუმცა ის ეხლა ძალიან სწრაფად და სერიოზულად ვრცელდება და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს.
„ამ დროისათვის არაფერს არ შეუძლია მისი გაჩერება", - განუცხადა
CNBC -ის პლოტცმა . საუბარია ბანანის სახეობაზე-კევენდიში . მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბანანის 1000 ნაირსახეობაა, სწორედ კევენდიშზე წარმოების 45 % -ი მოდის. ის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კევენდიშზე მოდის ექსპორტის 95 % -ი. აღსანიშნავია, რომ 50 -იან წლებში ბანანის ამ ჯიშმა იმიტომაც მოიპოვა პოპულარულობა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პანამის ავადმყოფობას, რომელიც მცენარის ფესვების სოკოვან ინფექციას იწვევს და რომლის ნაირსახეობასაც წარმოადგენს TR4.
TR4 -ით უკვე დაზარალდნენ ბანანის პლანტაციები აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულმა სოკომ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიც დააზარალონ.