„დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი, რეალურად რკინის სანქციები უნდა შემოიღოს', _ განაცხადა უკრაინული პარტია „უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან კო ბაიდენთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, „დასავლეთმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს ახალი, ხისტი, მართლაც და რკინის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც ეკონომიკის ყველა სექტორს მოიცავს და რუსეთისათის მართლაც მტკივნეული იქნება".
„სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებას მხოლოდ ძალის ენა ესმის",_ დასძენს კლიჩკო.
მისივე თქმით, „თუ რუსეთის შეჩერება ახლა ვერ მოხერხდა, „მალე შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა გახდეს საჭირო. პუტინი წავა იმდენად შორს რამდენად მას ამის საშულებას უკრაინა მისცემს",_ აცხადებს კლიჩკო.
მისივე აზრით, არავითარი სანქცია არ იმოქმედებს თუ უკრაინა ძლიერ და ეფექტურ პასუხს არ გასცემს აგრესიას.
კლიჩკომ ბაიდენთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ უკრაინისათვის აშშ-ს სამხედრო ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილი არჩევნები ჩაშალოს.