სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს. მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს აცნობეს, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გოგო დაჭრეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, მათ დაინახეს თუ როგორ ურტყამდა ქალს კაცი ბლაგვ საგანს, რომელიც, სავარაუდოდ, ხანჯალი იყო.
არსებული ინფორმაციით დაშავებულს ჭრილობები ფეხისა და სახის არეში აქვს მიყენებული.