კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდებიან.
მხარეებს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
,,ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნებია. მალე კოალიცია ,,ქართული ოცნება" წარმოადგენს მერობის, გამგებლების კანდიდატებს. თავისთავად ცხადია კონსულტაციები გვჭირდება მთავრობასთან და სწორედ ამაზე იქნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა", _განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ შეხვედრის დაწყებამდე.