აშშ-ს, ინდიანას შტატის პერდიუს უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთვარის კოლონიზაციის, საკმაოდ თამამი პროექტი წარმოადგინეს. სტუდენტებმა შეიმუშავეს საკმაოდ დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მთვარის კოლონიზაცია. პროექტის ბიუჯეტი კი სტუდენტების გათვლებით 550 მლრდ დოლარს შეადგენს. გეგმა 1100 გვერდიანია და როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ ის იმდენად სრულყოფილადაა გაწერილი, რომ მან შესაძლოა მარსის კოლონიზაციის გეგმის შექმნასაც კი დაუდოს საფუძველი. გეგმის მიხედვით, მთვარეზე გადასახლების პროცესი 3 განყოფილებისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც ადამიანი მთვარეზე 4 წლის განმავლობაში იცხოვრებენ. გეგმის მიხედვით, მთვარეს პირველი მცხოვრებლები 20124 წლიდან უნდა ესტუმრონ.
მასალის გამოყენების პირობები