ხვალ, 23 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საბერძნეთს ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ დავით ზალკალიანმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბერძენ კოლეგასთან, ვიცე-პრემიერთან, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ამავე კომიტეტის წევრებთან.
ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 28-29 აპრილს ბუდაპეშტში ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.