საქართველოს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ვიზიტი 23-24 აპრილს გაიმართება.
,,ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რომელთა ქვეყნებსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით ევროკავშირში. ამიტომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ და ნატო-ს სამიტის წინ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლას დამატებითი დატვირთვა ექნება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი ცოტა ხნის წინ იყო დაგეგმილია, თუმცა უკრაინაში განვითარებული პროცესების გამო გადადიდო.