ყირიმელი თათრების ლიდერს მუსტაფა ჯემილევს ყირიმის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მუსტაფა ჯემილევი და ყირიმელი თათრების მეორე ლიდერი რეფატ ჩუბაროვი რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად ჩონგარის გამშვებ პუნქტზე დააკავეს და საბუთები წაართვეს. ამასთან ერთად სამხედროებმა არ ახსნეს მიმზეზი იმისა თუ რატომ არ შეუშვეს ეს ორი ადამიანი ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე.
ამავდროულად, მუსტაფა ჯემილევი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი ყირიმელი თათრების დეპორტაციისათვს ემზადება.
„როგორც გვაუწყეს დეპორტაციის მომხრეები ან მათთვის ისეთი პირობების შემქმნელები, რომელთა შემდეგაც ყირიმელი თათრებითატად დატოვებენ ნახევარკუნძულს - უმრავლესობაში არიან", განაცხადა ჯემილევმა და აღნიშნა, რომ ყირიმში მყოფი ე.წ. კაზაკები ყირიმელ თათრებს ეკითხებიან: როდის მიდიხართ? თქვენ ხომ მაინც გადაგასახლებენ. მე მსურს თქვენს ბინაში ცხოვრება - „და ამას ერთმანეთს მეზობლები ეუბნებიან, რომლებიც სულ რამდენიმე ხნის წინ ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ" - აცხადებს ჯემილები.
მისივე თქმით, იგივე მდგომარეობაა სკოლებში, სადაც ყირიმელი თათრების ბავშვებს თავს ესხმიან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი თავის მშობლიურ ენაზე საუბრობენ.