ქართველი მზვერავის ზაზა ხერკელაძის საქართველოში ექსტრადიცია უკვე განახორციელა.
"იზვესტიას" ინფორმაციით, გადაწყვეტილება მზვერავის გათავისუფლების შესახებ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
„იზვესტიასთან" საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მზვერავის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა, გაზეთი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სწორედ ზაზა ხერკელაძე გაათავისუფლეს.
ხერკელაძე რუსეთში 2008 წელს დააკავეს და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რუსული მედიის ცნობით, ხერკელაძის ექსტრადიცია ჯერ კიდევ 2009 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ დაკავებულის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, რადგან მას ოპერატიულ თანამშრომლად არ მიიჩნევდა.