საქართველოს პარლამენტის სომეხი ეროვნების დეპუტატებმა რუსლან პოღოსიანმა, სამველ პეტროსანმა და ემზელ მკოიანმა გაეროს მიმართვა გაუგზავნეს, სირიაში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების უფლებების დასაცავდ.
პარლამენტარები მოითხოვენ, გამოძიებული იქნას მარტის თვეში, სირიის ქალაქ ქესაბში მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად იმოქმედონ. საქმე ეხება შიარაღებული უცნობი პირების თავდასხმას მშვიდობიან სომეხი ეროვნების მოქალაქეებზე, რასაც სავარაუდოდ, მსხვერპლი მოყვა.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში სომეხი მოქალაქეები დაზარალდნენ, მაგრამ საერთოდ მიმაჩნია, რომ ცივილიზებულმა სამყარომ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად ყველა ღონე უნდა იხმაროს. მნიშვნელობა არა აქვს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და რელიგიურ მრწამსს. ჩვენ მივმართეთ გაეროს, რომ გამოიყენოს თავისი ბერკეტები, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურება დაგმობილი და შეჩერებული იქნას," -განაცხადა რუსლან პოღოსიანმა.