საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საყდრისის კომპლექსის განადგურება გრძელდება.
როგორც „ჯი ეიჩ-ენს" აცნობეს, მოპოვებულია ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ საყდრისის ძეგლის განადგურების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
„ამ წამს დამირეკეს საყდრისიდან ძეგლის მცველებმა და გადმომცეს ინფორმაცია, რომ გადაიღეს ვიდეო მასალა თუ როგორ ანგრევენ ძეგლს ამ წუთებშიც.( მასალას მალე დავდებთ). ძეგლის მცველების მხრიდან გამოძახებული იქნა პატრული.მხოლოდ მესამე გამოძახებაზე მივიდა პატრული, რომელთა ოფისიც ძეგლიდან 1 კილომეტრშია. პატრულის მაგივრად ჯერ სხვები მისულან, არაპატრულის ფორმაში გადაცმული ადამიანები. მხოლოდ მესამე გამოძახებაზე მოვიდა პატრული. ახლა ლალი პერტენავასთან (ძეგლის დამცველი აქტივისტი. რედ.) და რამდნეიმე ძეგლის მცველთან ერთად არიან ასულები ძეგლზე", - აცნობა „ჯი-ეიჩ-ენს" ვლას ვაწაძე.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"ლალი პერტენავამ განუცხადა, უშუალოდ ძეგლთან მიმდინარეობს აქტიური სამუშაობები, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალა მათ გააჩნიათ.
„მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან მაქანები. ფაქტობრივად ძეგლთან თხრიან. პატრულის დამოკიდებულებიდან ცხადი ხდება, რომ ისინი რეალურად არ არიან დაინტერესებულნი, ამ სამუშაოების შეჩერებით. პოლიციის უფროსმა განგვიცხადა, რომ დამატებითი განცხადების შეტანას აზრი არ აქვს, რადგან საქმე ისედაც აღძრულია, თუმცა ჩვენ ხვალ მაინც ვაპირებთ განცხადების შეტანას", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს"ლალი პერტენავამ
შეგახსნებთ, რომ საყდრისს კულტურის სამინისტროს ძეგლის სტატუსი მოუხსნა, რის შემდეგაც მისი განადგურების პროცესი, საზოგადოოების პროტესტის მიუხედავად აქტიურად მიდმიდარეობს.