მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერე 7,5 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრის ეპიტცენტრი გერეროს შტატში, კურორტ აკაპულკოს ჩრდილოეთით მდებარეობდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოში 30 წამის განმავლობაში იგრძნობოდა რყევები, იტყობინება ბი-ბი-სი.