უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ რუსეთის 13 ათასზე მეტ მოქალაქეს რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადალახვაზე უარი ერთქვა. რუსეთის მოქალაქეტა უმრავლესობა რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს არიან მამაკაცები, საშუალოდ 50 წლამდე ასაკის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ მამაკაცები, რომლებიც მგზავრობენ მარტო ან ჯგუფთან ერთად. ასევე აქტიური ასაკის ქალები.
ამ მოქალაქეებისადმი მეორე ხაზის კონტროლი ხორციელდება -მათ უნდა დაარწმუნონ მესაზღვრე უკრაინაში თავიანთი ვიზიტისა და ყოფნის მიზანშეწონილობაში.
უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ დაბრუნებულთაგან რუსეთის 160 მოქალაქე ექსტრემისტული საქმიანობის თანამონაწილე იყო.
ამავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც უწყება უკრაინის ამგვარი საქციელის ახსნას მოითხოვს და საპასუხო ზომებით იმუქრება.