ალიასკის რუსეთისთვის მიერთების შესაძლებლობაზე დასმულმა კითხვამ რუსეთის პრეზიდენტის სიცილი გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. განცხადებები ალიასკის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გადაცემა „პირდაპირ ხაზი პუტინთან" გააკეთა.
„ძვირფასო, რად გინდათ ალიასკა?!",_ ჰკითხა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტს რომელმაც აღნიშნული კითხვა რუსეთის პრეზიდენტს დაუსვა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ალიასკა მე-19 საუკუნეში 7.2 მილიონ ოქროდ გაიყიდა.
„მოდით არ ავღელდეთ",_ დასძინა პუტინმა.