რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დნესტრისპირეთის ბლოკადის მოხსნა მოითხოვა. მოლდოვამ და უკრაინამ დნესტრისპირეთის ბლოკაა უნა მოხსნან. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა გადაცემა „პირდაპირი ხაზი პუტინთან" მიმდინარეობის დროს გააკეთა.
„რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ საჭიროა ბლოკადს მოხსნა, რომლის ნეგატიურ შედეგებსაც დნესტრისპირეთში მცხოვრები ხალხი განიცდის",_ განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ბლოკადას ახორციელებს მოლდოვა და უკრაინა - „უკრაინისა და დნესტრიპირეთის საზვარზე უკვე მიყვანილია ნაციონალისტური შიარაღბული ფორმირებები".
„ასეთი სიტუაცი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს",_ განაცხადა პუტინმა და კითხვაზე პასუხის გაცემისას აპირებს თუ არა რუსეთი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აღნიშნა"
„საბოლოო ჯამში ადამიანებს თავად უნდა ჰქონდეთ თავისი ბედის გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, დავეყრდნობით რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებს რომლებიც დნესტრისპირეთში ცხოვრობენ",_ განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები