საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო, რის შემდეგ სასამართლო დარბაზში დათა ახალაიას ინტერესების დამცველი ირაკლი ზაქარეიშვილი და ირაკლი კაბაძე ერთმანეთს სიტყვიუერად დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კაკაბაძემ ადვოკატ ზაქარეიშვილს შეაფურთხა. მხარეებს შორის დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო. პროცესზე დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ.
საქმეში ბრალდებულად დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილი და ოლეგ მელნიკოვი არიან. თითოეულ მათგანს გამოძიება გირგვლიანის საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე ედავება.