სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
კომისია პრეზიდენტის ბრძანებულებით 11 აპრილს შეიქმნა და მის შემადგენლობაში უშიშროების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან.
კომისიის საქმიანობაში თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, უწყებების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიის ძირითადი ამოცანაა შეიმუშაოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიეტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის პროექტი.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, კომისიის მუშობის ვადა 4 თვით განისაძღვრება.