ხვალ, 17 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას ახალი თარგმანების წიგნის „ყვავილების წიგნის" პრეზენტაცია გაიმართება.
„ყვავილების წიგნი" - ბრიტანელ პრერაფაელიტთა ორდენის პოეტურ ქმნილებათა თარგმანია ქართულ ენაზე, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას მიერ შესრულებული. წიგნში შესულია უილიამ მორისის, დანტე გაბრიელ როსეტი, ქრისტინა გეორგინა როსეტის, ალგერნონ ჩარლზ სვინბორნის, ჯეიმს კოლინზონის ლექსების ქართული თარგმანები. წიგნის პირველი ნაწილი შეიცავს კონკრეტულ შემოქმედთა ბიოგრაფიულ ცნობებს, პასაჟებს. ლექსების თარგმანები შესრულებულია ერთის მხრივ ტრადიციული მთარგმნელობითი სტილით, მეორეს მხრივ კი გარკვეული ინოვაციებით ქართულ მთარგმნელობით სივრცეში.
მასალის გამოყენების პირობები