ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიული პოზიციის გამოვლენას, მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სანქციები დაეკისრება.
"ჩვენ გვაღელვებს რუსეთის აგრესია რეგიონში", - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან პროვოკაციების გახშირება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდში, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჟურნალისტები გაიტაცეს სოფელ აძვიდან.
"მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, იყოს განწყობილი, რათა ასოცირების ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი, რამდენადაც მე ვიცი, ივნისის თვეში. რა საკვირველია, ჩვენ გვაღელვებს რუსეთის აგრესია რეგიონში, ის, რაც ხდება უკრაინაში. თუ რუსეთი გააგრძელებს თავისი აგრესიული პოზიციის გამოვლენას, მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაეკისრება სანქციები. საქართველოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ის თვლის თავისთვის სასარგებლოდ და საჭიროდ. ამდენად, საქართველოს აქვს ყველანაირი განწყობა იმისა, რომ ივნისის თვეში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას", - განაცხადა ნორლანდმა.