თბილისის საქალაქო სასამართლოში, ,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავჯდომარის გიგი უგულავას და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა დღეს გაგრძლდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. გამოძიებას საგადასახადო სამსახურის ორ რევიზორს დაკითხავს.
უგულავასა და კეზერაშვილს გამოძიება 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასა და ტელეკომპანია ,,იმედის" მითვისებას ედავება.