„საქპატენტის" დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში. შეხვედრაზე განხილული იქნება ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების სომხეთში რეგისტრაციის საკითხები. როგორც „საქპატენტში" განმარტავენ, დასახელებების რეგისტრაციის პროცესის წარმატებით წარმართვა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მომავალში სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშნადებული პროდუქციის ფალსიფიკაციისა და მათი უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
მასალის გამოყენების პირობები