პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. შეხვდერა დღეს გაიმართება.
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ასეთი შეხვედრები წმინდა ინფორმაციული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა დავაყენებთ საკითხს იმ მწვავე თემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაწუხებს. მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, სხვა პრობლემატური საკითხები", - განაცხადა გამგზავრებდამდე ზურაბ აბაშიძემ.