უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელშიც ყირიმი და ქალაქი სევასტოპოლი „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად" არის აღიარებული.
კანონს, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა უნდა მოაწეროს მხარი 288 დეპუტატმა დაუჭირა.
კანონს თანახმად, ეს ტერიტორი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და მასზე უკრაინის კანონმდებლობა ვრცელდება, თუმცა ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლონა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ამავე დროს, ამ კანონის მიხედვით, „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე" შეხვლა უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით სამიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები