ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს უკრაინაში მიმდნარე არეულობებში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ბრიუსელში მყოფ თავის კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს განცხადება რასმუსენმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყვების წინ გააკეთა.
„რუსეთის ქმედებები და ადგილზე შექმნილი მდგომარეობა თავის თავზე თვითონ მეტყველებს. ჩვენ პრინციპულად არ ვახდენთ დაზვერვის მონაცემების კომენტირებას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელი ყოველივე ამაში აშკარად ერევა", განაცხადა ნატოს გენმდივანმა.
მისივე თქმით, ნატოს საკმარისი სადაზვერვო მონაცემები გააჩნია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის მოვლენებში აქტიურადაა ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები