დღეს, 15 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ნინო გელაძის გამოფენა სახელწოდებით ,,ბავშვები" გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნინო გელაძის ნამუშევრები, ფერწერა, გრაფიკა, ოფორტი.
ნამუშევრები ასახავენ ჩვეულ ყოფაში დავიწყებულ და სუფთა, ოცნებასთან გაიგივებულ სამყაროს, რომელსაც ბავშვთა პორტრეტები ქმნიან.
ნინო გელაძე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვროაკადემია. გამოფენებში 1981 წლიდან მონაწილეობს. 1984 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში გერმანიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და რუსეთში.