დღეს, 15 აპრილს ,,თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი განახლდება.
გუშინდელ სხდომაზე კი მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.
მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და სასამართლომ გიგი უგულავასა და მის შვილს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მტკიცებულებად არ ცნო.
მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულება საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა მოპოვებული, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.
სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობაც ზურაბ ადეიშვილის და ამავე საქმეში ბრალდებული პირის გიორგი საბანაძის აღიარებითი ჩვენებების დაუშვებლად ცნობის საკითხზე. თუმცა, ორივე პირი მოწმეთა ნუსხაში დატოვა.
ამ ეპიზოდში გიგი უგულავას გამოძიება "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.