დღეიდან ,,ნაცმოძრაობა" საარჩევნო კამპანიას ლოზუნგით ,,ერთად ავაშენოთ გაჩერებული საქართველო" ოფიციალურად იწყებს. საარჩევნო კამპანიას პარტიაზუგდიდიდან იწყებს.
,,მინდა მოვუწოდო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ თავყრილობებში და დავანახოთ ყველამ ერთად ხელისუფლებას, რომ ხალხი არ შეეგუება სტაგნაციას და უპერსპექტივობას საქართველოში", _განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
წიკლაურმა კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" მოუწოდა უარი თქვან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციების დაგეგმვაზე.