იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე სუბიექტებს და მათ აქტვისტებს კონტრაგიტაციის ჩატარებისგან თავის შეკავებას სთხოვს.
თეა წულუკიანი, რომელიც უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელიც უწყებათაშორისმა კომისიამ წინა არჩევნებზე გასცა.
"მინდა, მოვუწოდო ყველა პარტიას, მათ აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ შორის სახალხო მოძრაობებს, თავი შეიკავონ იმ შეხვედრებზე მისვლისგან, სადაც მათთვის მიუღებელი პოლიტიკური აზრი, ან სხვა ტიპის მოსაზრებები გამოითქმის", -თქვა მან.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნები პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის შეჯიბრია და დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ შეჯიბრისთვის ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. შეჯიბრში, ანუ წინასაარჩევნო კამპანიაში კი, რომელი პარტია რომელს და რომელი კანდიდატი რომელს აჯობებს, ამას ხალხი გადაწყვეტს", - განაცხადა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე.