"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიისაგან მოითხოვს ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას.
საპარლამენტო უმცირესობამ უწყებათშორისო კომისიის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა გადაწყვიტა, რომელიც იუსიტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე, ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეტი ზომები უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური დევნის შესაჩერებლად.
ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ყურადღება გაამახვილა როლანდ ახალაიას ბრალის წაყენების ფაქტზე და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე კომისიისგან რეაგირებას მოითხოვს.
იუსტიციის სახლში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის პირველ სხდომაში აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.