,,ნაცმოძრაობა" საარჩევნო კამპანიას ლოზუნგით ,,ერთად ავაშენოთ გაჩერებული საქართველო" ოფიციალურად იწყებს. საარჩევნო კამპანიას პარტია ხვალ ზუგდიდიდან დაიწყებს.
,,საარჩევნო კამპანიას ვხსნით ზუგდიდში, ხვალ, 12 აპრილს. შეკრება ილიას ძეგლთან გაიმართება. მინდა მოვუწოდო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ თავყრილობებში და დავანახოთ ყველამ ერთად ხელისუფლებას, რომ ხალხი არ შეეგუება სტაგნაციას და უპერსპექტივობას საქართველოში", _განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა
წიკლაურმა კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" მოუწოდა უარი თქვან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციების დაგეგმვაზე.