პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ვატიკანში, ქუვეითში, ესტონეთში, სლოვენიასა და ინდოეთში წარმოადგენენ. შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას გამოსცა.
ახლადდანიშნულმა ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნეს მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. შეხვედრისას მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზეციმსჯელეს.
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ზურაბ ბექაია 1 მაისიდან შეუდგება, წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებოდა სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას თამარ გრძელიძე 1 ივნისიდან დაიკავებს, ხოლო ქუვეითშიამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა როლანდ ბერიძე დანიშნა, რომელიც მუშაობას 2 ივნისიდან დაიწყებს. რაც შეეხება ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა ახვლედიანმა ამ თანამდებობაზე მუშაობა 16 მარტიდან დაიწყო.