ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი შეიტანა.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რუსეთისთვის ხმის ჩამორთმების შესახებ დღეს მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შიტანეს, რომლის თანახმად,
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ "საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ" ასამბლეის რეზოლუციების ნომრით 1633, 1647 და 1683 შეუსრულებლობის, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ჯარების მიერ ოკუპაციის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის მონიტორების არდაშვებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების არაღმოფხვრის გამო".
"დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, საქართველოს აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხისა და დევნილთა დაბრუნების სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში მწვავედ დასმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ მთავრობა, რომელიც კვლავაც მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა იყოს წინააღმდეგობის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის და რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების წყურვილითაა შეპყრობილი, ამ შანსს ხელიდან უშვებს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღევანდელ რეზოლუციაში შევიდა მუხლი, სადაც ჩამოთვლილია როგორც დეოკუპაციის, ასევე ევროკავშირის მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების საკითხები, რუსეთის ფედერაცია კი გამოცხადებულია ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლად", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარალემნტო ასამბელის სხდომაზე გამართულ დებატებში გამოსვლისას.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, გიორგი კანდელაკმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.