საგარეო უწყება რუსეთის ვერტფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფოტმაციას მიაწვდის. ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
,,ჩვენ აუცილებლად შევისწავლით ამ ფაქტს, სადა მოხდა, როგორ მოხდა და შესაბამისად ყველა სართაშორისო ორგანიზაცია ინფორმირებული იქნება, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჟენევის მონაწილე ყველა დელეგაცია ", _განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ვერტფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. იგი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოფრინდა.
ადგილობრივების განმარტებით, მათ სავარაუდოდ ხურჩის ტერიტორიის სურათები გადაიღეს.