საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიუს კრივასმა ხელი მოაწერეს„ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველო-ლიტვის კომისიის ფარგლებში 2014 წლის სამოქმედო გეგმას".
იგი გულისხმობს „საქართველოსა და ლიტვას შორის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ ქარტიით" გათვალისწინებული დებულებების განხორციელებას.