საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და   პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. 
"ჩვენ დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა აქ გასწიეს ძალიან მაღალი იდეალისთვის - ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 1989 წლის 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასწიეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.