,,კანონშემოქმედების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობა აუცილებელია", _ამის შესახებ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრემიერმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა თავი შეიკავონ მოხამართლეებზე ზეწოლიგან.
"ჩემი სტუმრობით, მინდოდა დამედასტურებინა ღრმა პატივისცემა სასამართლო ხელისუფლებისადმი. მე მათ რამდენიმე მესიჯი მივაწოდე. ერთი ის, რომ შესრულდა ივანიშვილის დაპირება- მოსამართლეთა ხელფასების მატება 70-80%_ით, რამაც დადებითი ეფექტი იქონია სამასამართლოზე. ხელფასების მატება ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს წინა ხელისუფლების მანკიერ დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლებისადმი. ასევე, მე მათ განვუცხადე, რომ კანონშემოქმედების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობა აუცილებელია. მესამე და მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლების შექმნა. ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა და ვერც ვერავინ გაბედავს ჩარევას სასამართლო პროცესში. ასევე მინდა მოვუწოდო გარკვეული პარტიების წარმომადგენლებს, რომ არავინ გაბედოს რაიმე სახით გავლენა მოახდინონ მოხამართლეებზე,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.