საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ქართული მხრიდან, ხაზი გაესვა ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. განხილულ იქნა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამშრომლობა და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ასევე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპურებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობას.შეხვედრაზე სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა.საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრამდე სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი.