შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ექსკლუზიური ინტერვიუში კომენტარს აკეთებს უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების საფრთხეზე. ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციით, სამინისტროდან დიდი ოდენობით მასალაა გატანილი.
"სამინისტროდან დისკის ან რაიმე ჩანაწერის გატანა სავსებით შესაძლებელი და მარტივი იყო. დისკი კი არა, ავტომანქანებს, უშველებელ ჯიპებს ვეძებთ, რომლებიც სამინისტროს ბალანსზე იყო და გაურკვეველია, სად წაიღეს. შემიძლია, გითხრათ, რომ სამინისტროდან დიდი ოდენობის მასალაა გატანილი და თუ ამას წარმოადგენენ, პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ხოლო თუ ვინმე შანტაჟისა და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს, ეს იქნება უმკაცრესად დასჯილი. მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კვლავ ახორციელებენ ფარული ჩანაწერებით შანტაჟს. დაიბარეს რამდენიმე პიროვნება და ანახეს რაღაც ჩანაწერები, - აი, ჩვენ შენზე ეს გვაქვს და ჭკუით იყავიო. თუ ეს მართალია და დადასტურდა, ძალიან ცუდი. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს შს მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები